პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"უკრაინის შემდეგ, რუსები იმავეს გაკეთებას შეეცდებიან მოლდოვაში, საქართველოში და ყველა ქვეყნებში, რომელსაც მისწვდება",- ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პორტუგალიის პარლამენტს მიმართა.
"რატომ დაიწყო რუსეთმა ომი? უკრაინის აღება მისი პირველი ნაბიჯია აღმოსავლეთ ევროპაში კონტროლის დასამყარებლად, რათა ჩვენს რეგიონში დემოკრატია გაანადგუროს. სწორედ, უკრაინა იყო და რჩება ჩვენი რეგიონის დემოკრატიული პროცესების ხერხემლად რეგიონში.
რუსეთს უკრაინაში მოაქვს სიკვდილი და დიქტატურა, უკრაინის შემდეგ კი შეეცდება, ეს ყველაფერი მიიტანოს მოლდოვაში, პოლონეთში, საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ყაზახეთში და სხვა ქვეყნებში, რომელსაც მისწვდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.