რა აჩვენა დნმ-ის ანალიზმა გეორგია ბიკას ჯგუფური გაუპატიურების საქმეში?!

ბიკა

თესალონიკში, ძვირად ღირებულ სასტუმროში 24 წლის გოგონას, გეორგია ბიკას გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ახალი ვრცელდება.

Protothema.gr-ის ცნობით, ცნობილია დნმ-ის პასუხები, რომლის მიხედვითაც,, გეორგიას ტანსაცმელზე ნაპოვნი ბიოლოგიური და გენეტიკური მასალა ეჭვმიტანილ მამაკაცს ეკუთვნის.

საუბარია 27 წლის ვასილიოს ლევენტიზე, რომელიც ამბობს, რომ გეორგიასთან მართლაც ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ყველაფერი გოგონას თანხმობით მოხდა და ადგილი არ ჰქონია ძალადობას.

აღსანიშნავია, რომ ბიკას ტანსაცმელზე ან სხეულში არ აღმოჩნდა სხვა ადამიანის ბიოლოგიური ან გენეტიკური მასალა. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამორიცხავს დანაშაულში სხვა პირების მონაწილეობას.

არსებული ინფორმაციით, გამოძიება კვლავ გრძელდება.