ზელენსკი: არ მინდა დავიჯერო, რომ ბაიდენს პუტინის ეშინია

ზელენსკი

„უკრაინა არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე მშვიდობისთვის, ვაჭრობას არ ვაპირებთ“,- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკი აცხადებს, რომ საჭიროა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორობაზე პოზიცია ქვეყანებმა ღიად დააფიქსირონ.

"რუსეთთან ჩვენს ტერიტორიებზე ვაჭრობას არ ვაპირებთ. არსებობს რთული საკითხები დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ჩვენ მზად ვართ დღის წესრიგიდან მოვხსნათ ისეთი საკითხი, როგორიცაა ყირიმი. ყირიმის დეოკუპაცია დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას, მაგალითად დაახლოებით 10 წლის შემდეგ . ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების შესახებ გარანტიები წამყვანი ქვეყნებისგან . ეს შეიძლება იყოს როგორც ნატოს წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფოები.

ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებზე. ჩვენ გვსურს ეს ქვეყნები ღიად შემოგვიერთდნენ ,მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი. ეს არასრული ჩამონათვალია სადაც გვინდა ვიხილოთ ასევე ჩინეთიც. რუსეთსაც სურს ამ შეთანხმებაში თავისი ადგილი იპოვოს, რადგან ეს უკრაინა რუსეთს შორის შეთანხმებაა. ამ ალიანსში უკრაინის უსაფრთხოების გარანტორად ყოფნა სურს გარკვეულ სახელმწიფოებს, მათ შორის ისრაელს, ირლანდიას.

მაგრამ მე ჩამოვთვალე ქვეყნები რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს გარანტორობისთვის ან ჩვენ მათ თავად დავეკონტაქტეთ. რუს დიქტატორს, ვლადიმერ პუტინს სურს ყველაფერი, რასაც მას დასავლეთი მისცემს, მისი მადა იზრდება. ვიღაცამ ის უნდა შეაჩეროს. მე არ მინდა დავიჯერო რომ ჩვენი რომელიმე პარტნიორი გვეთამაშება, ან ის რომ ბაიდენს პუტინის ეშინია,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.