უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საომარი ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას  ავრცელებს

sroka ukrainashi

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საომარი ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას  ავრცელებს.

„მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ და ძირითადი ძალისხმევა მიმართული აქვს კიევის, ხარკოვისა და მიკოლაივის ალყაში მოქცევისკენ, ასევე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრამდე მისვლისკენ და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მეშვეობით, სახმელეთო დერეფნის შექმნისკენ. სუ-35C, სუ-34 და სუ-25 თვითმფრინავები ბელორუსის აეროდრომები (ბარანოვიჩი, ლუნინეცი, ლიდა) მონაწილეობდნენ საჰაერო დარტყმებში სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კიევისა და ჟიტომირის ოლქების მიმართულებით. გარდა ამისა, ბუტურლინოვკას აეროდრომიდან სუ-34 ბომბდამშენებმა განახორციელეს საჰაერო დარტყმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ქალაქ სუმის მახლობლად. დადგენილია ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების კონცენტრაცია მალორიცკის ოლქსა და ხოტისლავის დასახლებებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.