დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოში უკრაინის საელჩომ მადლობის სიგელები გადასცა ტელელეკომპანია "რუსთავი 2-ის" იმ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებდნენ რუსეთის სამხედრო აგრესიას.
"ნება მომეცით საქართველოში უკრაინის საელჩოს სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება უკრაინისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, ყველა ჩვენგანისთვის ასეთ რთულ დროს.
საშინელ პირობებში, როდესაც რუსეთი და მისი სამხედროები აგრძელებენ უკრაინის მოსახლეობის გენოციდს, ახორციელებენ მასობრივ ტერორისტულ თავდასხმებს უკრაინის ქალაქების უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, თქვენი პირადი წვლილი ამ კეთლშობილურ საქმეში არის ჰუმანურობის, ადამიანური სიკეთის, სოლიდარობის, მძლავრი სამოქალაქო პოზიციის უმაღლესი გამოვლინება და ქართველი და უკრაინელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ძმური ურთიერთობის ნამდვილი დადასტურება...
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ კარგი საქმეები შეუმჩნეველი არ რჩება. დახმარება ამ რთულ დროს არ არის მხოლოდ მატერიალური ფასეულობები, არამედ დაუძლეველი რწმენა იმისა, რომ ერთად გადავლახავთ ნებისმიერ სირთულეს, გავათავისუფლებთ ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ ტერიტორიებს და ვუზრუნველყოფთ სტაბილურ მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია მადლობის წერილში, რომელსაც ხელს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში, ანდრი კასიანოვი აწერს.
ამასთან, "რუსთავი 2"-ის დირექტორს, ვაკო ავალიანს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ პირადი ხელმოწერით გამოუგზავნა სიმბოლური ფოტო.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2" იყო ერთადერთი ტელეკომპანია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ომის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა საომარ მოქმედებებს.