უკრაინის რამდენიმე ოლქში ღამით საჰაერო განგაში ჩაირთო - დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები

განგაში

უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში დრონების საფრთხის გამო, ღამით  საჰაერო განგაში ჩაირთო. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 90-მდე საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

"ჯანმრთელ დემოკრატიებს ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლიათ" - ამის შესახებ უკრაინასა და რუსეთის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

კიტ კელოგის თქმით, უკრაინა მიაღწევს იმ ადგილს, სადაც უნდა ჩაატაროს არჩევნები, რადგან შეინარჩუნოს ჯანსაღი დემოკრატია, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ზელენსკიმ თანამდებობა უნდა დატოვოს.