სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეკიპაჟის ყველა წევრი შეეწირა, მათ შორის, ერთი ამერიკელი სამხედროა - შემთხვევა ფილიპინებზე მოხდა

სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეკიპაჟის ყველა წევრი შეეწირა, მათ შორის, ერთი ამერიკელი სამხედროა - შემთხვევა ფილიპინებზე მოხდა

სამხრეთ ფილიპინებში, სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. გარდაცვლილია ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და თავდაცვის სამი კონტრაქტორი.

აშშ-ს ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის განცხადებით, თვითმფრინავი ბრინჯის მინდვრებზე მაშინ ჩამოვარდა, როდესაც ფილიპინელი მოკავშირეების მოთხოვნით, ყოველდღიურ სადაზვერვო მისიას ასრულებდა.

"2025 წლის 6 თებერვალს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თვითმფრინავი ჩამოვარდა ფილიპინების მაგუინდანაო დელ სურის პროვინციაში. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კატასტროფის შედეგად გადარჩენილი არავინაა. ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და თავდაცვის სამი კონტრაქტორი იყო", - აღნიშნულია აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის განცხადებაში.