უკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას

დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას.

„რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რომელიც მან არაერთხელ გააჟღერა. უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ეს განსაზღვრულია გაეროს წესდებით და საერთაშორისო კანონმდებლობით“, - აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.