გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ ანონიმურმა წყარომ აცნობა.
ჟურნალისტების ცნობით, პირველი, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხება, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკოა. ასევე შესაძლოა, თანამდებობა დაატოვებინონ სპორტის მინისტრ ვადიმ ჰუტცაიტს და მრეწველობის სტრატეგიული სფეროების მინისტრ პაველ რიაბიკინს.
უკრიანული მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ამ სამინიტროების გაუქმებაზე ან გაერთიანებაზე მსჯელობენ.
თავის მხრივ, უკრაინის უმაღლეს რადაში სურთ, რომ უახლოეს ხანში შეიცვალოს უკრაინის განათლების მინისტრი და ვეტერანების საკითხთა მინისტრიც.
„უკრაინსკაია პრავდას“ წყაროს ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი იღებენ.
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840