უკრაინის გენშტაბი: ბელორუსის მხრიდან შეტევის საფრთხე მაღალია

ბელარუსის საზღვარი

ბელორუსის რესპუბლიკის მხრიდან ვოლინის მიმართულებით შეტევის საფრთხე მაღალია, ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან. ამის შესახებ მედიას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განუცხადეს.

„ბელორუსის მხრიდან ვოლინის მიმართულებით შეტევის საფრთხე შეფასებულია, როგორც მაღალი. უკრაინის თავდაცვის ძალები მზად არიან პასუხისთვის", - განაცხადეს გენერალურ შტაბში.

მათივე ინფორმაციით, მტერმა მათ, შესაძლოა, ბელარუსიდან უახლოეს 1-2 დღეში შეუტიოს.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ტექნიკა ბელორუსის საზღვარს უახლოვდება . ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა.