დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჰარვარდის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა შექმნა ვებგვერდი, რომელიც ათასობით უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლებთან მთელს მსოფლიოში აკავშირებს და მათ უსაფრთხო თავშესაფარს სთავაზობს. ამის შესახებ CNN წერს.
მას შემდეგ, რაც ავი შიფმანი ასობით უკრაინელს პირისპირ შეხვდა სან-დიეგოში, პროუკრაინულ დემონსტრაციაზე, სტუდენტი დაუკავშირდა თავის კლასელს,ლ მარკო ბურშტეინს და მას თავისი იდეის შესახებ უთხრა. ახალგაზრდებმა საიტზე მუშაობა მალევე დაიწყეს.
„მათ დახმარება სჭირდებათ, სასწრაფოდ და ძალიან დიდი მასშტაბით, და მე უნდა მეპოვა გზა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მომხდარიყო. არ შემიძლია ვიჯდე და არაფერი გავაკეთო“-, განუცხადა 19 წლის შიფმანმა CNN-ს.
საიტი Ukraine Take Shelter 3 მარტს ამოქმედდა და ერთი კვირის განმავლობაში 4 000-ზე მეტმა ადამიანმა შექმნა სია უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.
საიტის დიზაინი მარტივია - ლტოლვილები შედიან უახლოეს ქალაქში, სადაც უკრაინიდან გაქცევის იმედი აქვთ, ნახულობენ რომელი ადგილია მათთვის ხელმისწავდომი, ასევე წინასწარ იციან ინფორმაცია საცხოვრებლის პერსონალის შესახებ. მათ ასევე შეუძლიათ მიიღონ მფლობელების ტელეფონის ნომერი და მეილები წინასწარ.
ბოლო მონაცემებით, უკვე სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს ომი დაიწყო.