უკრაინის ელჩი თურქეთში: ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიის 25% რუსეთის ხელში აღმოჩნდება

ვასილ ბონდარი

თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილ ბონდარმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდება ისე, რომ რუსეთი უკრაინიდან საკუთარ ჯარს არ გაიყვანს, უკრაინის ტერიტორიის 25% რუსეთის კონტროლ ქვეშ დარჩება.

„ბევრმა ქვეყანამ ცეცხლის შეწყვეტის იდეა შემოგვთავაზა, მაგრამ არცერთი არ ფიქრობს იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% რუსეთის კონტროლ ქვეშ აღმოჩნდება“, - თქვა ელჩმა.

დიპლომატის განმარტებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რუსეთს აგრეთვე დროის მოგების საშალებას მისცემს. ის საკუთარ ძალებს გააძლიერებს, რათა შემდეგში უკრაინაზე თავდასხმა განაახლოს.