პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს ოთხი მიმართულებით უკან დახევა აღიარეს. კერძოდ, სლავიანსკის, სევეროდონეცკის, კრივოიროგის მიმართულების და ასევე კრანოგოროვკასა და პოლტავკასთან.
რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას ფრონტის ხაზზე, როგორც უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ვოლინის და პოლესკის მიმართულებით ბელარუსის არმიის ძირითადი ძალისხმევა სახელმწიფო საზღვრის დაცვისკენაა მიმართული, თუმცა რჩება სარაკეტო დარტყმების საფრთხე.
„სევრესკის მიმართულებით რუსეთის არმიას აქტიური ქმედებებისთვის არ მიუმართავს. სარაკეტო დარტყმა მიიტანეს სუმის ოლქზე და რამდენიმე დასახლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სლობოჟანსკის მიმართულებით რუსი ჯარისკაცები კვლავაც ემზადებიან შეტევისთვის. ავსებენ მატერიალური საშუალებებს მარაგებს და აძლიერებენ შეიარაღებით პოტენციალს რუსეთის ტერიტორიაზე. ამასთან ერთად, რუსეთის არმია ცდილობს, შეამციროს უკრაინული არმიის შეტევის შესაძლებლობები და ამ მიზნით ცეცხლს უხსნის უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს საარტილერიო დანადგარებიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ:
👉 ვლადიმერ პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ - UNIAN
👉 VIDEO: რუსეთში, ბოლო ზარზე, პუტინს და უკრაინის ომს დაუპირისპირდნენ