თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში, მტრის თავდასხმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების შვიდ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს და მტრის მნიშვნელოვან სამიზნეებს დაარტყეს“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკასა და ბელოგოროვკას დასახლებებსა და დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, სოლედარის, ნეველსკოეს, მარინკასა და პერვომაისკოეს დასახლებებში მოიგერიეს.
„რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს 4 საჰაერო და 6 სარაკეტო დარტყმა, ასევე 40-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. გარდა ამისა, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ქალაქ ზაპოროჟიეში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, უკრაინელი სამხედროების საპასუხო ქმედებების შედეგად რუსი ოკუპანტები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან.
„ქალაქ მელიტოპოლში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის ერთ-ერთი ქვედანაყოფის შტაბი. თავდაცვის ძალების მოქმედებების შედეგად ზაპოროჟიეს ოლქში განადგურდა საბრძოლო მასალის ორი საცავი, BM-21 „გრადის“ ორი ერთეული და S-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა. დაიღუპა და დაიჭრა მტრის 100-მდე ჯარისკაცი“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ორ სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 6 უბანს, საბრძოლო მასალის 3 საცავსა და 3 სხვა მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს.