პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარის შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
მისივე თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოება არის ერთიანი და ამ სიტუაციაში საქართველოს პოზიციაც აშკარაა.
„ძალიან მოხარული ვარ რომ დავბრუნდი, საინტერესო შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ ვაშინგტონში მიმდინარე შეხვედრები. რაც შეეხება ამერიკაში ჩემ შეხვედრებს - გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. შეშფოთებულები ვართ იმით რაც მოხდა უკრაინაში, ეს არის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა.
ვუყურებთ როგორ მოქმედებს უკრაინა, როგორ აღუდგა ის ამ ომს. საერთაშორისო საზოგადოება არის ერთიანი, საქართველოს პოზიციაც აშკარაა, დაიჭირა მკვეთრი პოზიცია, ვხედავთ დახმარებასაც," - განაცხადა დეგნანმა.