ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში სულ მცირე 3000 ადამიანი გარდაიცვალა, რადგან მათ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე წვდომა არ ჰქონდათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ უკრაინაში ჯანდაცვის დაწესებულებებზე 200 თავდასხმა დააფიქსირა და ამჟამად, მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო ფუნქციონირებს.
როგორც Reuters-ი იუწყება, რუსეთის შეჭრამ და სამედიცინო დაწესებულებების განადგურებამ მშვიდობიანი მოქალაქეები საჭირო რეგულარულ მკურნალობაზე წვდომის გარეშე დატოვა.