არასრულწლოვან გოგონაზე, 5 წლის განმავლობაში, 60-მდე მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა (ინდოეთი)
1740327052
"რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში ევროკავშირი შუამავალი ვერ გახდება", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსები ამას არ მიიღებენ, ისევე, როგორც ჩვენ არ მივიღებთ რუსეთს შუამავლად, საუკეთესო ვარიანტი გაერო იქნებოდა", - განაცხადა ბორელმა.
გარდა ამისა, ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას, რუსეთის ეკონომიკის შესუსტებასა და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას შეეცდება.