მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულების თარიღი არ სახელდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არა, დასრულების თარიღი არ სახელდება. რუსეთის ხელისუფლების ყველა გეგმა სრულად იქნება რეალიზებული ადრე დამტკიცებულ ვადებში“,- აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვმა კომენტარი გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი პუტინი იმედგაცრუებულია იმით, რომ მისი ჯარი წინ ვერ მიიწევს, ისე როგორც ეს პუტინს სურდა.
„ოპერაციის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა ნამდვილად გასცა ბრძანება თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ მათ თავი შეეკავებინათ დიდი დასახლებული პუნქტების შტურმისგან მათ შორის კიევის შტურმისგან“, - განაცხადა პესკოვმა.