საჯარო სკოლებში ახალი ცვლილება ამოქმედდება
1742204550
საომარი მოქმედებები არ წყდება უკრაინაში. ოკუპანტების თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე ამჟერადაც სუმის ოლქი იყო. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა ორი.
განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და კერძო მეურნეობები.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს. ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, აღნიშნულს უკრაინის გენშტაბი საჯარისო ნაწილების უფრო ხელსაყრელ ადგილზე გადაყვანას უკავშირებს.
ამავე დროს, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, სავარაუდოდ, ამ კვირაში ისაუბრებენ.
სტივ უიტკოფმა CNN-თან საუბრის დროს, გასულ კვირას ვლადიმერ პუტინთან გამართულ რამდენიმე საათიან შეხვედრას დადებითი უწოდა.