1740372372
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან დღემდე 816 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

გაეროს მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე 816 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1333 პირი დაშავდა.
როგორც reuters-ი წერს, მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია, რადგან გაერო-ს მონიტორინგის სამსახურს ხელი არ მიუწვდება ალყაშემორტყმულ ქალაქებში, მათ შორის მარიუპოლში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე.
გაერო-ს ცნობით, მათი უმეტესობა მძიმე არტილეერიიდან და ზალპური ცეცხლის სისტემებიდან გახსნილ ცეცხლს, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა.