რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ
1737524393
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დასრულება ისე სურს, რომ ის 3-4 წელიწადში კვლავ არ განახლდეს. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
„კონფლიქტი უნდა დასრულდეს. შეერთებული შტატების პოლიტიკაც იმაში მდგომარეობს, რომ ის უნდა დასრულდეს. ჩვენ გვსურს გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავეხმაროთ, რომ ის დასრულდეს. ჩვენ ვაპირებთ ძალისხმევა არ დავიშუროთ, რათა ეს კონფლიქტი სტაბილურად დასრულდეს, ანუ, ჩვენ უბრალოდ კონფლიქტის დასრულება კი არ გვინდა, რომელიც 3-4 წელიწადში კვლავ განახლდება. ჩვენ სტაბილურობის უზრუნველყოფა გვსურს“, - თქვა რუბიომ.
მან ასევე დაამატა, რომ ყველა უნდა იყოს ბედნიერი იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობის დამყარება და კონფლიქტების დასრულება სურს.