ათენში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1737542908
რა ცვლილებები შედის დაუყოვნებლივ ძალაში, აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით:
„პირველი, ყველა არალეგალური შემოსვლა ამერიკის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ იქნება შეჩერებული. ეს სიტყვები, ტრამპმა ინაუგურაციაზე გააჟღერა.
ცვლილება ეხება სამხრეთის საზღვარს, იქ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და მოხდა დამატებითი ჯარების გაგზავნა.
მეორე ცვლილება ეხება, ადამიანებს, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან ამერიკის ტერიტორიაზე, მოხდება მათი დაუყოვნებლივ ქვეყნიდან გაძევება.
მესამე ცვლილება: პოლიტიკა დაიჭირე და გაუშვი, აღარ იმუშავებს და ის ადამიანები, რომლებიც უსაბუთოდ შემოდიან ამერიკის ტერიტორიაზე და იქნებიან საზღვარზე დაკავებული, სანამ მათი, საემიგრაციო ქეისის განხილვის დასრულდება არ მოხდება, ისინი, აღარ გათავისუფლდებიან.
მეოთხე ცვლილების მიხედვით, ადამიანები, ვისაც სურს ამერიკის ტერიტორიაზე ლეგალურად თავშესაფარი მოითხოვონ, ისინი ვალდებული იქნებიან, დაიცადონ მათი სასამართლო მოთხოვნის დანიშვნამდე და მას შემდგომ, როდესაც ეცოდინებათ თარიღი, მხოლოდ მაშინ შეძლებენ მივიდნენ ამერიკის საზღვარზე“,- ამბობს ავიაკომპანიის დირექტორი, ხათუნა ხმელიძე ვიდეომიმართვაში.
ნახეთ, ვიდეო:
@khatunakhmelidzee ⚠️რა ცვლილებები შედის დაუყოვნებლივ ძალაში , აშშ _ს 47 ე პრეზიდენტის დონალ ჯ. ტრამპის გადაწყვეტილების მიხედვით :
♬ original sound - khato khmelidze