დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, აღნიშნული ინფორმაცია მებრძოლმა ვანო ნადირაძემ გაავრცელა. მან კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებების დროს სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უკრაინაში მყოფი მებრძოლების ცნობით, 25 აგვისტოს, შეტაკებებისას დაიჭრა კიდევ 4 ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც სხვა დანაყოფის შემადგენლობაში იბრძოდნენ. დაიღუპა მათთან ერთად მებრძოლი აზერბაიჯანის მოქალაქე.
"მინდა სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახს, მის თანამებრძოლებს. გმირულად დაიღუპა ეს ბიჭი. როგორც ჩემთვის ცნობილი, მოხვდა ე.წ. ზასადაში და კონტაქტური ბრძოლის დროს დაიღუპა. ეს მოხდა კრამატორსკის მიმართულებით. გუშინწინ საღამოს დაიჭრა 5 მებრძოლი, აქედან ოთხი არის ქართველი, ერთი უკრაინელი. დაღუპულია აზერბაიჯანელი მებრძოლი", - ამბობს რომეო ფარულავა "მთავარ არხთან".
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აგრესორთან ბრძოლას 19 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.