„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა დონეცკის ოლქში, 27 აგვისტოს ღამით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევისას. ინფორმაციას ავრცელებს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო.
ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ (ДНР) ტერიტორიაზე, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაიჭრა რვა ადამიანი. ამის შესახებ იტყობინება სეპარატისტული ხელისუფლება. მათი ცნობით, 27 აგვისტოს დილით, უკრაინულმა მხარემ იერიში მიიტანა დონეცკში, ვოროშილოვის რაიონზე.
დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, რუსულმა სამხედრო ძალებმა შვიდჯერ მიიტანეს იერიში ნიკოპოლსკის და სამჯერ - კრივოროჟსკის რაიონებზე. შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
შაბათ ღამეს განხორციელდა შეტევები ზაპოროჟიეზეც, დაფიქსირდა 16 „გადაფრენა“. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, დაზარალებულთა რაოდენობა ზუსტდება. მისივე ცნობით, 25 აგვისტოს, სოფელ კამენკაზე შეტევას ემსხვერპლა ხუთი ადამიანი, მათ შორის, 29 წლის ქალი და მისი ორი შვილი.
27 აგვისტოს ღამეს, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის ორ რაიონზე წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.