საშინელი ამბავი გავიგე... - ქართველი ჟურნალისტი და ომის ფოტოგრაფი სულისშემძვრელ ინფორმაციას ავრცელებს

zaira miqatadze

ჟურნალისტი და ომის ფოტოგრაფი, ზაირა მიქატაძე აზერბაიჯანელი სამხედროს ემოციური ისტორიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომელიც რუსი ოკუპანტების აგრესიას უკრაინაში შეეწირა.

ჟურნალისტი ამჟამად უკრაინაში იმყოფება და მოვლენების უშუალო შემსწრეა.

„კიევიდან ზაპოროჟიეს მატარებელს გავყევი. ქალაქ დნეპროში დილის ხუთ საათზე ჩავედი. მარკი დამხვდა. მატარებლის სადგურზე ქართველ მებრძოლს შევხვდი. ხელი გავუწოდე და გამარჯობა ვუთხარი. ქართველი ხარო? გაოცებისა და სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა ლაშას. ქუთაისელ ლაშა აბუთიძეს. ერთი საათამდე ვიარეთ და ერთ-ერთ სოფელში შევედით. ეზოში რამდენიმე მანქანა აყენია ნიშნით, ''ქართველი პარტიზანები". ბიჭები ყავას მთავაზობენ. გამიახლდა აფხაზეთი. მაშინაც სწორედ ასე იყო. მალე ოთახიდან რაზმის მეთაური, აფხაზეთის ომის ვეტერანი, დავით ქუქჩიშვილი გამოდის. მეორე დღეს აქაურობა უნდა დატოვონ და ფრონტის ხაზისკენ წავიდნენ. სანამ გავალთ, ბიჭებს ვწერ. აქ სულ ცხრანი არიან. მათ შორის ჩემი შორეული ნათესავი აღმოვაჩინე. სახელს და გვარს ვერ ვწერ.

მეორე დღეს, წესისამებრ, გათენებამდე გავედით. თითქმის მთელი დღე ვიმგზავრეთ. ამ ხნის განმავლობაში გვერდით მეჯდა აზერბაიჯანელი ბიჭი, რომელმაც ნიღბით ისურვა ჩაწერა. სახე რომ ვაჩვენო, უკან როცა დავბრუნდები, აზერბაიჯანის ხელისუფლება დევნას დამიწყებსო.

სხვა ვიდეოებშიც ვერიდებოდი მის გამოჩენას, მაგრამ აქა-იქ გაკვრით მაინც ჩანს. გზაში წამდაუწუმ ურეკავდნენ, ხან დედა, ხან უმცროსი ძმა. მხოლოდ ჩემმა ძმამ იცის აქ რომ ვარ, ჩემებს პოლონეთში ვგონივარ სამუშაოდო. როცა გავდიოდით, ვიღაცას ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, მაპატიე, ჩამეძინა და ვერ დაგემშვიდობე, უკვე გავდივართო. გულში გამეცინა, გოგოს გაცნობა მოუსწრია-მეთქი.  განაგრძეთ კითხვა