Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1773345910
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, დაბა ურეკში უკრაინელი მოქალაქეები მოინახულეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ სხვადასხვა სახის პროდუქტი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მედიკამენტები გადასცეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„დაბა ურეკში ის უკრაინული ოჯახები მოვინახულეთ, რომელთაც ომის გამო, საკუთარი ქვეყნის დატოვება მოუწიათ. კიდევ ერთხელ, გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენ მეგობრების გვერდით ვდგავართ!“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.
„უკრაინის მოქალაქეებს, გადავეცით სხვადასხვა საკვები პროდუქტები და ნივთები, რომელიც მოსახლეობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იქნა შეგროვებული. მინდა, თითოეულ მოქალაქეს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მეგობარი უკრაინელი ხალხის დახმარებისათვის,“- განაცხადა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.
„მსურს სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, მართლაც აჩვენეს სოლიდარობის კარგი მაგალითი. დასაფასებელია როცა სოფლები, ქალაქი, მუნიციპალიტეტი ერთიანდება და გამოხატავს თანადგომას ჩვენი მეგობარი ერის მიმართ,“ - აღნიშნა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
ამ ეტაპზე, ურეკის ორ სასტუმროში 21 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც საქართველოში თებერვლის ბოლოს ჩამოვიდნენ და მათი უმრავლესობა ქალაქ ხარკოვის მკვიდრია. საქართველო კვლავ განაგრძობს როგორც ომში მყოფი, ასევე, საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. უკრაინაში უკვე გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარების მეორე ეტაპის ფარგლებში შეგროვებული ტვირთი.
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1773345910
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1773343369
დასახელდა მარტის თვის ფავორიტი ნიშნები
1773345438