საფრთხის დონე მაღალია... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1740335560
„ნაფტოგაზის“ საბჭოს თავმჯდომარის, იური ვიტრენკოს განცხადებით, უკრაინაში, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულების ყველაზე ცივი ზამთარი იქნება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ვიტრენკო ხაზს უსვამს, რომ, დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, უკრაინის ენერგოსისტემას ძალიან მაღალი რისკი შეექმნება.
„ნაფტოგაზის“ საბჭოს თავმჯდომარე ადამიანებს ურჩევს, საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ, რადგან გარე სივრცეებში ტემპერატურა -10 გრადუსამდეც კი შეიძლება დაეცეს. ამასთან, ზამთრის განმავლობაში, დახურულ სივრცეებში ტემპერატურა 17-18 გრადუსს შორის იქნება, რაც ნორმაზე დაახლოებით ოთხი გრადუსით დაბალია.