უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინას ახალი მძიმე იარაღი მომავალ ზაფხულსაც დასჭირდება - ანალენა ბერბოკი

ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, „წლების განმავლობაში გაგრძელდეს“. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

„სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას ახალი მძიმე იარაღი ჯერ კიდევ დასჭირდება თავისი მეგობრებისგან“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უკრაინას იქამდე დაეხმარება, სანამ საჭირო იქნება.

„უკრაინა იცავს ჩვენს თავისუფლებასაც, ჩვენს მშვიდობასაც. ჩვენ მათ ვუწევთ როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო დახმარებას და ამას გავაკეთებთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. წერტილი!“ - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.