„ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ, გთხოვთ, ზღვაზე არ წახვიდეთ!“ - ნანუკა გულუა
1784463360
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტზე“ დარტყმებს განაგრძობს.
მორიგი თავდასხმის სამიზნე გახდა ნოვოროსიისკში ლიბერიისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ორი ტანკერი, რომლებზეც საერთაშორისო ეკიპაჟები იმყოფებოდნენ. დარტყმის შედეგად ლიბერიის ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ჩააქრეს. მიმდინარეობს მიყენებული ზიანის შეფასება.
„სწორედ ასეთი დიდი მოცულობის მქონე გემებს გადააქვთ ასობით ათასი ტონა ნავთობი, რაც კრემლს მილიარდობით ნავთობდოლარის შემოსავალს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად“, - ნათქვამია ცნობაში.
10 დღის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 4 მსხვილი ტანკერი დააზიანა.