1743406626
უკრაინამ 909 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინულმა მხარემ რუსეთის ჯართან ბრძოლაში დაღუპული 909 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
შტაბის ცნობით, მებრძოლები დაეცნენ კურახოვის, პოკროვსკის, ბახმუტის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე. ხოლო ცხედრების ნაწილი რუსეთის პროზექტურებიდან დაიბრუნეს.