უკრაინა წლის ბოლომდე 200 ათასი ახალი ჯარისკაცის მობილიზაციას გეგმავს - The Times

ფოტო: Getty Images

The Times-ის ცნობით, უკრაინა წლის ბოლომდე 200 ათასი ახალი ჯარისკაცის მობილიზაციას გეგმავს, თუმცა გამოცემა წერს, რომ უკრაინის სამხედრო უწყება გეგმის რეალიზება ვერ შეძლებს.

მიზეზად The Times-ს ამ სფეროში არსებული კორუფცია მოჰყავს - მობილიზაციის ცენტრები გაწვევის ასაკის კაცებს ქრთამის სანაცვლოდ სამხედრო მოვალეობისგან თავის არიდებაში ეხმარებიან.

მობილიზაციის პრობლემებზე გამოცემას უმაღლესი რადის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ესაუბრა, რომან კოსტენკომ უკრაინულ მედიას ასევე განუცხადა, რომ ომში მყოფ ქვეყანაში მამაკაცების მობილიზაციის ასაკმა 20 წლამდე უნდა დაიწიოს.