პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინა ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორებისგან უკრაინა „მხარდაჭერის მკაფიო და ქმედით ნაბიჯებს ელოდება“. ზელენსკის თქმით, რუსეთმა ფაქტობრივად მოახდინა ლეგალიზაცია იმ რუსული სამხედრო ძალებისა, რომლებიც 2014 წლიდან იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებას და პროვოკაციას არ წამოვეგებით. უკრაინას აქვს გაეროს წესდებით გაწერილი კოლექტიური და ინდივიდუალური თავდაცვის უფლება. ახლა ქაოსის დრო არ არის, ჩვენ დიპლომატიური გზის მომხრეები ვართ და ამ გზას არ გადავუხვევთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რა მოხდა 21 თებერვალს - მოკლედ:
ვლადიმერ პუტინმა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული რეგიონები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა, უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. შესაბამისი დადგენილებები უკვე გამოქვეყნდა.
პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა. ამას წერს ოფიციალურ დოკუმენტში რუსეთის პრეზიდენტი მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მან როგორც მინსკის შეთანხმება, ასევე, საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტორს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გაგაზავნიან ჯარებს.
პუტინის ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, რაც უკვე მოხდა. უკრაინული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დონეცკში სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება, რომლებიც ფრონტის ხაზისკენ მოძრაობენ.