1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის მკაფიო და ეფექტურ ნაბიჯებს ველოდებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი და ვინ გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის სიტყვებით დაშინებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, არსებული მდგომარეობა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, აშშ-ის პრეზიდენტ აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან განიხილა. ასევე იგეგმება სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე კონსულტაციების დაუყოვნებლივ გამართვის მოთხოვნით მიმართა. ასევე ინიცირებულია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, ეუთოს საგანგებო სხდომა და „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტი.
ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების ერთგული რჩება და პროვოკაციებს არ ჰყვება.
„კარგად შეგვიძლია პროვოკაციებისა და აგრესორის ჯარების შემოტევის ერთმანეთისგან განსხვავება. სიმართლე ჩვენს მხარესაა და სიმართლეს ჩვენ არ დაგიმალავთ თქვენ. როგორც კი დავინახავთ სიტუაციის ცვლილებას, როგორც კი დავინახავთ რისკების ზრდას, თქვენ ამის შესახებ გაიგებთ. ქაოტური ქმედების მიზეზი ამჟამად არ არსებობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ნახეთ ვიდეო