პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინა ნატოსგან საერთაშორისო დახმარებას ითხოვს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროატლანტიკურმა საკოორდინაციო ცენტრმა, დღეს უკრაინისგან საერთაშორისო დახმარების მოთხოვნა მიიღო.
„უკრაინა სხვადასხვა სახის მასშტაბური საგანგებო სიტუაციისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა ქვეყნის მოსახლეობას შეეხოს", - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.
როგორც CNN-ი წერს, უკრაინამ ცენტრს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია უკვე მიაწოდა. მათ შორის ნებისმიერი სახის ავტომობილების, ქიმიური და რადიაციული დაზვერვის მანქანების, ფეთქებადსაშიში ნივთების საძიებო სისტემების, ასევე 250-300 ადამიანის ტევადობის ბანაკის, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ.