პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება, გააგრძელოს იმ კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტა, რომელიც მოსკოვმა გამოიწვია. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის რუსეთის წერილობით პასუხს აშშ-ისა და ნატოს დოკუმენტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო მდივანმა ასევე გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მომენტში დაიწყოს უკრაინაში შეჭრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა გადამოწმებადი, სანდო და მნიშვნელოვანი დეესკალაცია.
„ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესია სწრაფ, მკაცრ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს გამოიწვევს, აშშ დიპლომატიური გზის ერთგული რჩება და სჯერა, რომ კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ფანჯარა ღია რჩება“, - აღნიშნულია განცხადებაში.