ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩასვლას და ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს - მედია

ბორის ჯონსონი და ზელენსკი

უახლოეს მომავალში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩასვლას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ბორის ჯონსონმა მეგობრებს განუცხადა, რომ აპირებს კიევში ჩასვლას უახლოეს თვეებში, რათა გამოხატოს თავისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას.

ჯონსონის გეგმებმა მაღალი რანგის კონსერვატორების შეშფოთება გამოიწვია, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარმა მოგზაურობამ შესაძლოა, შეარყიოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის ავტორიტეტი.

სუნაკის ერთ-ერთმა მოკავშირემ თქვა, რომ „სიტუაცია უკრაინაში უკიდურესად მყიფეა, ამიტომ ჯონსონი  ფრთხილად უნდა იყოს, რომ საფრთხე არ შეუქმნას რიშის ურთიერთობას ზელენსკისთან“, - აღნიშნავს გამოცემა.