პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინა 100 000 რუსისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის, შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გაავრცელა.
დოკუმენტის თანახმად, დეკლარაციების ერთიანმა სახელმწიფო რეესტრმა უნდა გამოაქვეყნოს იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების კრიტერიუმებს პასუხობენ და სია იმ ქვეყნების მთავრობებს უნდა გაუგზავნოს, რომლებიც მზად არიან, აღნიშნული სანქციები დააწესონ. შესაბამისად, ამ სახელმწიფოების მთავრობებმა სიაში არსებული პირებისთვის სანქციების დაწესების თარიღი უნდა განსაზღვრონ.
„თუ ინდივიდუალური სანქციები დაწესდება ამ დოკუმენტში შემოთავაზებულ ყველა ჯგუფზე, ეს დაფარავს 100 000 ადამიანს, რაც ისტორიაში ინდივიდუალური სანქციების ყველაზე დიდი რაოდენობაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი რუსეთის მოსახლეობის 0,1%-ზე ნაკლებია, ის ეხება რუსეთის საზოგადოების ზუსტად იმ ფენას, რომელიც წარმოადგენს რუსულ ელიტას“, - ნათქვამია დოკუმენტში.
სასანქციო სია შედგენილი იქნება კატეგორიების მიხედვით: ოლიგარქები, უმაღლესი თანამდებობის პირები, კომპანიის საკვანძო მენეჯმენტი, რუსი პროპაგანდისტები, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები და ყველა ამ ადამიანების ოჯახის წევრები და მინდობილი პირები.