უმოქმედოდ ვერ ვიქნებით მაშინ, როცა რუსული არტილერია მიწასთან ასწორებს უკრაინულ ქალაქებს - ბორის ჯონსონი

jonsoni

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა უმოქმედოდ ვერ იქნება მაშინ, როცა რუსული არტილერია უკრაინაში უდანაშაულო ხალხს ხოცავს.

„უმოქმედოდ ვერ ვიქნებით მაშინ, როცა რუსული არტილერია მიწასთან ასწორებს უკრაინულ ქალაქებს და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. გაერთიანებული სამეფო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს გადასცემს, რათა მათ ეფექტურად მოიგერიონ რუსეთის თავდასხმა,“ - წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი M270 სარაკეტო სისტემების პირველ პარტიას გაუგზავნის.