პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის მხარდამჭერ გარბენში, ქალებს შორის გამარჯვებული რუსეთის მოქალაქე გახდა.
რუსეთის მოქალაქე, ირინა ოვჩარენკო სპორტული მარათონის "გარბენი უკრაინისთვის" ქალებს შორის გამარჯვებული გახდა.
მამაკაცებს შორის კი, მარათონის დისტანცია პირველმა, თბილისელმა დავით ხარაზიშვილმა დაფარა.
გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის პრიზები გარბენის ორგანიზატორებმა გადასცეს.
მარათონი 8 კილომეტრის მანძილზე, თელავში, ლოპოტას გადასახვევთან დაიწყო და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემთან დასრულდა.
გარბენამდე მონაწილეებს ადგილზე გადაეცათ მაისურები, რომლებზეც საქართველო-უკრაინის დროშები ეხატა.
მარათონის დასრულების შემდეგ, მონაწილეების და დახმარებისათვის ჯგუფი " მგზავრების" კონცერტი დაიწყო.
გარბენში მონაწილე პირების მიერ გაღებული სარეგისტრაციო თანხა, სრულად ომით დაზარალებულ უკრაინელებს მოხმარდება
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში დროებით ჩამოსულმა უკრაინელებმაც მიიღეს.
ადგილზე კი უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იყო მოწყობილი.
სპორტული მარათონი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი