„წელიწად-ნახევარია ერთად ვართ...“ - ვინ არის ევა ბარბაქაძის შეყვარებული და რას ამბობს მასზე
1786479393
"თუ ოკუპანტები კვლავ გააგრძელებენ ადამიანთა ევაკუაციის ჩაშლას, საბოლოოდ, მსოფლიოსგან ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული დერეფნები", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენმა მაღალჩინოსნებმა დღეს 12 ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება მოახერხეს. ტვირთი პროდუქტებით, წყლითა და მედიკამენტებით უკვე გზაშია. იზიუმი, ენერგოდარი, ვოლნოვახა, პოლოგი, ბუჩა, გოსტომელი, ბოროდიანკა, ანდრეევკა, მიკუპიჩი, მაკაროვი, კოზოროვიჩი და რა თქმა უნდა, მარიუპოლი - უკრაინელმა სამხედროებმა უზრუნველყვეს „სიმშვიდე“, რათა ჰუმანიტარულ დერეფნებს ემუშავა. თუ ოკუპანტები კვლავ გააგრძელებენ სროლას და ჩაშლიან ადამიანთა გადარჩენის პროცესს, საბოლოოდ მსოფლიოსგან ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული დერეფნები“, - განაცხადა ზელენსკიმ.