„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინიდან ლტოლვილთა ადამიანების რიცხვი ახლა 2,5 მილიონს აღწევს. ამის შესახებ CNN წერს.
„უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ - ტრაგიკულად - დღეს 2,5 მილიონს მიაღწია“, - წერს გრანდი თავის ოფიციალურ Twitter-ზე.
„ჩვენ ასევე ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია უკრაინის შიგნით. მილიონობით კი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სახლები ამ უაზრო ომის გამო", - თქვა მან.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინიდან 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი სწორედ პოლონეთშია წასული.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 110 000-ზე მეტი ლტოლვილი ასევე ჩავიდა გერმანიაში უკრაინიდან ორ კვირაზე მეტი ხნის წინ.
თუმცა, პოლონეთსა და გერმანიას შორის სასაზღვრო შემოწმების არარსებობის გამო, საიდანაც უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობა მიდის, ქვეყანაში შესული უკრაინელების რაოდენობა, შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს.