თუ ისინი ბავშვებს მოიპარავენ, დასრულდება იმით, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

თუ ისინი ბავშვებს მოიპარავენ, დასრულდება იმით, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება. ჩვენ ყველაფერს დავტოვებთ, არაფერს დავასრულებთ და არაფერს შევცვლით“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მანვე რუსეთს ტყვეთა გაცვლისთვის პირობები დაუსახელა და შესთავაზა ყოველი 10 ტყვე 10 ტყვეში გაცვალონ ან იმავე პრინციპით - ყველა ყველაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის ნაწილი დაიკავეს. ის ყოველდღიურად უკავშირდება ქალაქის დამცველ უკრაინელ ჯარისკაცებს და სთავაზობს მათ, დატოვონ ქალაქი, თუმცა ჯარისკაცები უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ქალაქში ჯერ კიდევ რჩებიან დაჭრილი ადამიანები და დაუსაფლავებელი დაღუპულები და მათ მიხედვა სჭირდებათ.