დღეს, ერთ-ერთი ოკუპანტის ჯიბეში სამართალდამცველებმა სირიული ფული იპოვეს - სირიელები უკრაინაში არიან?!

siria

რუსეთმა ისლამურ შიიტური ტერორისტული ორგანიზაციის ჰეზბოლას 800 მებრძოლი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დაიქირავა. პირველი 200 მებრძოლი გომელის რეგიონის საჰაერო ბაზაზე 29 მარტს უნდა ჩავიდეს - ამ ინფორმაციას რუსული მედია გამოცემა Новая газета ავრცელებს. 

უკრაინული მედია გამოცემის YNIAN Telegram არხზე გავრცელებული ცნობით კი, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მებრძოლის ჯიბეში სირიული ფულის კუპიურა იპოვეს. 

"დღეს, ერთ-ერთი ოკუპანტის ჯიბეში სამართალდამცველებმა სირიული ფული იპოვეს ანუ უკრაინაში, აუცილებლად არიან ან ვაგნერელები, ან სირიელი დაქირავებულების გარკვეული ნაწილი." - წერს გამოცემა. 

ხოლო Новая газета სტატიაში სათაურით - "სიკვდილი მათი პროფესიაა" წერს, რომ ჰეზბოლა მებრძოლებს უკრაინის "სპეციალურ ოპერაციაში" მონაწილეობის მისაღებად თითოეულზე 1 500 დოლარის ანაზღაურების სანაცვლოდ აგზავნის.

"25 მარტს, არხმა Al Hadas-მა (მსოფლიოში ყველაზე დიდი არაბულენოვანი ტელეკომპანია), განაცხადა, რომ რუსული Wagner სავარაუდოდ, მოლაპარაკებებს შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფება ჰეზბოლასთან უკრაინაში მებრძოლების გაგზავნაზე აწარმოებდა.

ალ-ჰადასის ცნობით, ამ მოლაპარაკებებზე ვაგნერს სავარაუდოდ, ვინმე ალექსანდრე კუზნეცოვი წარმოადგენდა. ჰეზბოლას სახელით კი, უშიშროების დანაყოფის უფროსმა ნაჯი ჰასან ალ-შარტუნიმ ისაუბრა.

შეხვედრა სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ შედგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში საბრძოლველად 800 ჰეზბოლას მებრძოლს გაგზავნიდნენ. ერთი მებრძოლის აყვანის საფასური თვეში 1 500 დოლარი იქნება.

როგორც ალ-ჰადასი იუწყება, ამ გადაწყვეტილების ბონუსად ჰეზბოლამ და არაპირდაპირი გზით ირანმა შესაძლოა გარკვეული შეღავათები ძირითადი ტრანზაქციებისთვის მიიღოს.

შეხვედრიდან მალევე, ჰეზბოლამ რეკრუტირებისა და მობილიზაციის ოფისი ქალაქ კუსეირში, ჰომსის პროვინციაში, სირიაში გახსნა.

ეს ოფისი უშუალო ჰეზბოლას სამხედრო დაზვერვის ოფიცრის ასაად ჰამიეს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

სირიის ქალაქებში ალეპოში, იაბრუდში და საიიდა-ზეინაბში, უკვე სამი დამატებითი ოფისი დისლოცირებული ჰეზბოლას მებრძოლების მობილიზებისთვის გაიხსნა. ხოლო მეოთხე ოფისი სირიის მეზობელ ლიბანში, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანშიც ამოქმედდა და რომელიც ჰეზბოლას კონტროლქვეშაა.

უკრაინაში მებრძოლების გაგზავნის პირველი ეტაპი, ადგილობრივი მედიის ცნობით, სამშაბათს, 29 მარტს იგეგმება.

სავარაუდოდ, 200 მებრძოლი დამასკოდან გომელის რეგიონში (ბელორუსია) სამხედრო საჰაერო ბაზაზე გადავა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობისთვის მებრძოლებს ბრძოლით გამაგრებული ალ-აბასისა და ალ-რადვანის ბატალიონებიდან აიყვანეს." - წერს მედია.