„თუ დუგინის შვილის გარდაცვალების საქმეში უკრაინული კვალი დადასტურდა, მაშინ ... - რა ვერსია აქვს ზახაროვას

ზახაროვა

იმ შემთხვევაში, თუ დუგინის შვილის გარდაცვალების საქმეში უკრაინული კვალი დადასტურდა, რა ვერსიასაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დე ფაქტო ლიდერი დენის პუშლინიაჟღერებს, მაშინ უნდა ვისაუბროთ კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე. ამის შესახებ „ტელეგრამზე“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა წერს.

„წლების განმავლობაში უამრავი ფაქტი დაგროვდა: ძალადობის პოლიტიკური მოწოდებებიდან დაწყებული, უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელობამდე და დანაშაულებში მონაწილეობამდე. ველოდებით გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, იძულებული გახდა წაეკითხა, როგორ დასცინიან დუგინს და მის ქალიშვილს.

„ალექსანდრე გელევიჩ, შენი ტრაგედია მილიონების ტკივილი გახდა. ისინი, ვინც დასცინიან, აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს - ისინი გმობენ საკუთარ თავს, ყვირიან თავიანთ დეჰუმანიზაციაზე, ამხელენ ჩვენი დროის ყველა სისაძაგლეს“ , - აცხადებს ზახაროვა.