რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულმა „კალიბრმა“ ოდესის პორტში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურა. რუსეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აღიარა, რომ ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში რუსეთმა მიიტანა.
„რაკეტებმა ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს, მაღალი სიზუსტის დარტყმით გაგზავნეს რა უკრაინული სამხედრო გემი კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე“, – წერს ზახაროვა.
მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს უკრაინამ რუსეთი ოდესის პორტის დაბომბვაში დაადანაშაულა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ოდესის პორტზე განხორციელებული დარტყმები დაგმო.