დასავლეთის „ჯვაროსნული ომი“ რუსეთის იზოლირების მცდელობით, ჩავარდა - მარია ზახაროვა

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ დასავლეთის „ჯვაროსნული ომი“ რუსეთის იზოლირების მცდელობით, ჩავარდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

მისი თქმით, დასავლეთი ახლა აგრძელებს საინფორმაციო ხვრელების ამოვსებას, რათა არ გამოჩნდეს, რომ „რუსეთი აგრძელებს ნათებას, ის ბრწყინავს და აგრძელებს თავის საქმეების განხორციელებას, საკუთარი გზით სვლას

„იზოლაციასთან დაკავშირებული ამ ისტორიის დასასრულს, რომელიც დასავლეთისთვის თვითიზოლაციად იქცა, მინდა შეგახსენოთ: ამერიკელებმა, როდესაც გაიგეს, რომ იწყებოდა სერგეი ლავროვის ტურნე აფრიკის ქვეყნებში, დაიწყეს სხვადასხვა ქვეყანაში სირბილი თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობების დონეზე და ეხვეწებოდნენ არ გადაეღოთ ლავროვი და არ გადაეღოთ ფოტო ლავროვთან: ეს არის ე.წ. იზოლაციის დონე. იზოლაციის თემით ახლა დაკავებულები არიან საინფორმაციო ჯარები - პრეს-მდივნების ყველანაირი ტიპი, თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი, სპეციალური კოორდინატორები. მათ თავი შეირცხვინეს მსოფლიო მასშტაბით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ "ჯვაროსნული ომის" გამოცხადებით.

მას შემდეგ, რაც მოვახდინეთ დასავლეთის იზოლირება აზიაში, ახლა თვალს ვადევნებთ დასავლეთის თვითიზოლაციას აფრიკაში“,- განაცხადა მარია ზახაროვამ.