1726689256
თუ ბრმა ნაწლავი გაქვთ, ამ სოფელში ვერ იცხოვრებთ - ნახეთ მიზეზი
ანტარქტიდის ერთ-ერთი სოფელში, ვილა ლას ესტრეიაში ცხოვრება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც ბრმა ნაწლავი არ აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, თუ თქვენ ოდესმე ცხოვრებას ვილა ლას ესტრეიაში გადაწყვეტთ, აუცილებლად მიაშურეთ კლინიკას და შესაბამისი ოპერაცია გაიკეთეთ.
საქმე ისაა, რომ უახლოესი საავადმყოფო სოფლიდან 1 000 კილომეტრის მოშორებითაა, ხოლო იმ ექიმების რაოდენობა, რომლებიც მსგავსი სახის ოპერაციებს აკეთებენ, ძალიან მცირეა.
სწორედ ამიტომ, ლეტალური შედეგის დადგომის პრევენციის მიზნით, არც ერთ ადგილობრივს ბრმა ნაწლავი არ აქვს.