დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს.
„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მიცემული ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა უკრაინის მიერ ამ გზაზე მიღწეული უზარმაზარი პროგრესი. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა უკრაინული მხარის მზადყოფნა, მალე დაასრულოს შესაბამისი სამუშაო იმისთვის, რომ უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. განიხილეს კიევში მიმდინარე წლის 3 თებერვალს დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის მორიგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები და შეთანხმდნენ მოსამზადებელი სამუშაოს გააქტიურებაზე“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.