ექსპერტმა დაასახელა მოვლენა, რა შემთხვევაშიც პუტინი შესაძლოა ხელისუფლებას ჩამოაშორონ

პუტინი

„ექსპერტმა დაასახელა მოვლენა, რა შემთხვევაში შესაძლოა ჩამოაშორონ პუტინი ხელისუფლებას“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული გამოცემა UNIAN-ი.

„რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უბრალოდ ხერსონის განთავისუფლების ან ყირიმის ხიდის დანგრევის შემდეგ ხელისუფლებას ჩამოაშორებენ“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ განაცხადა.

„პოლიტიკური კატასტროფა პუტინისთვის ძალიან მარტივია, კერძოდ, ამ ორი მოვლენიდან ხერსონის გათავისუფლებისა და ყირიმის ხიდის დანგრევის შემდეგ, ის შესაძლოა ხელისუფლებას ჩამოაშორონ. მეორე დღეს კი მოვისმენთ, რომ ამხანაგმა პუტინმა არაერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა უკრაინის საკითხებში, ჯანმრთელობის გამო კი ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას. 

ექსპერტი ამბობს, რომ ამ განცხადებისთვის 7 ოქტომბერი კარგი თარიღია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი 70 წლის გახდება.