VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
დღეიდან, ოფიციალურად ამოქმედდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების შესახებ.
რუსეთის მოქალაქეები გამარტივებული სავიზო რეჟიმით ბოლო 15 წლის განმავლობაში სარგებლობდნენ, დღეიდან კი, ისევ მოუწევთ ვიზის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, გაცილებით ხანგრძლივი, თვე-ნახევრიანი პროცედურის გავლა და სავიზო მოსაკრებლის სახით, 35-ის ნაცვლად 80 ევროს გადახდა.
შეთანხმება, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, 2007 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა. ევროკავშირმა შეთანხმება შეაჩერა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.